logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური პრეზიდენტის შესახებ: საიდან აქვს ბიუჯეტი? ფული იშოვა სადმე?
- +

15 აპრილი. 2016. 23:22



უმრავლესობი წევრი თამაზ მეჭიაური საქართველოს პრეზიდენტის,  გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემას მაისის დასაწყისში აპირებს.



„მაგას საიდან აქვს ბიუჯეტი ვერ გავიგე. რამე ფული იშოვა სადმე? პრეზიდენტის ფონდი იგივე ბუჯეტია და ჩვენი გადახდილი ფულით არის და არა მისი ხელსაქმით და შემოსულობებით შევსებული. თუ რამე სხვა ფული გააჩნია მას, მაშინ ადგეს და აქედან გამომდინარე დააფინანსოს და არა ჩვენი ფული დახარჯოს ასე. ნახოს, მოიძიოს ჯერ თავისი ფული. პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს საღ აზრს და საღი აზრი არის ის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ ყველა პოლიტიურ სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი პირობები და ეს საარჩევნო პერიოდი არ უნდა გაიწელოს უსაშველოდ," - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.



შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემას არა ივლისში, როგორც მას პრემიერმა სთხოვა, არამედ მაისის დასაწყისში აპირებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner