logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ამ კადრში გაჩერებულია თბილისის ცხოვრების ერთი წამი...
- +

20 ოქტომბერი. 2017. 11:59


 

გიორგი უძილაური: გავა დღეები და წლები, ამ კადრში ასახული წამი კი დამრჩება იმის გასახსენებლად, რომ...


ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ამ კადრში გაჩერებულია თბილისის ცხოვრების ერთი წამი. სანაპიროზე მოძრავ მანქანებში სხედან ამ ფოტოზე გონსარმყოფი ადამიანები, მიდიან თავის საქმეებზე თავისი ამწამიერი ფიქრებით, 2017 წლის 19 ოქტომბრის მიწურულს ისინი ამ კადრში შეიყარნენ და რამდენიმე წამში საერთოდ დაშორდნენ სივრცესაც და ერთმანეთსაც, დარჩნენ მხოლოდ ამ კადრში.

 

ხვალინდელი დღე გათენდება, მერე ზეგინდელი, გავა დღეები და წლები, ამ კადრში ასახული წამი კი დამრჩება იმის გასახსენებლად, რომ ჩვენი ყოველი წამი, წარსულის და მომავლის შუა გატარებულ ხაზზე მოკუნტრუშე ცალკე შემდგარი ცხოვრებაა", - წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner