logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: არასდროს არ მითქვამს ეს... უბრალოდ, დღეს ჭრილობა გაიხსნა...
- +

20 ოქტომბერი. 2017. 12:19



ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„17 ოქტომბერს 25 გმირი ადამიანი დავკრძალეთ! აფხაზეთს შეწირული ადამიანები... შეგნებულ სიკვდილზე წასული ადამიანები... გმირები... ჩვენი ტრაგედია, როცა ასეთი გენის ადამიანებს ვკარგავთ და ამასთანავე, საამაყოა, რადგან სამაგალითო ადამიანი ცხოვრობდნენ უახლოეს საქართველოში! მეც წლებია ვეძებ აფხაზეთში დაკარგულ მამას... ნეტა იცოდეთ, რამდენი წელი იმედით ველოდი მის დაბრუნებას... ნეტავ იცოდეთ რამდენი ცრემლი და ჩუმი ტირილი ყოფილა ეს წლები... მონატრების ფორიაქი და ამასთანავე ფიქრები ნატანჯი და დახვრეტილი მამა... მეცოდებოდა მამა ასეთი ფიქრების დროს... ვტიროდი, მაგრამ ცრემლს ჩემში ვმალავდი... წლები... რომ ჩემი სამშობლოსათვის ბრძოლაში არ წავქცეულიყავი... ასე გავიდა წლები... სული შიგნით სიმწრისგან ღმუოდა და როცა ვერ იტევდა სიმწრით მიწაც მიჭამია... ასეთი იყო და არის მამის სიყვარული! არასდროს არ მითქვამს ეს... უბრალოდ, დღეს ჭრილობა გაიხსნა... ღმერთის წინაშე ვამბობ, როცა ვიპოვი მამის საფლავს აფხაზეთში... მამას იქ დავკრძალავ! სადაც მე დავიბადე და გავიზარდე... ჩემს, ჩვენს აფხაზეთში... ამისათვის კი ჩვენი ერთიანობა საჭირო... აუცილებლად ვიპოვი... უბრალო... ნატანჯ დახვრეტილ მამას!" - წერს კურტანიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner