logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: იმედი მაქვს, კვირიკაშვილი ხშირად გაგვაოცებს მსგავსი პოლიტიკური კულტურით!
- +

15 აპრილი. 2016. 23:35



საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია საქართველოს პრემიერ- მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრას აფასებს:


„ყველაზე მეტად რაც მომეწონა პრემიერის გამოსვლაში, იყო ის, რომ ნაცვლად უგრძნობო აკადემიურობისა, ნაცვლად ისტერიკისა თუ ნაცვლად სიხისტისა, კვირიკაშვილმა პოლიტიკოსის რანგი აიყვანა მოღვაწეობრივი მიდგომების სიმაღლეზე, ფართო თვალსაწიერზე, ბუნებრივ პოზიტივზე, რაც მისი მხრიდან, შესაბამისი მოწადინებისა და რეალიზაციის შემთხვევაში, შეიძლება იყოს სახელმწიფოებრივად და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი თუ გარდამტეხი.

 

დანარჩენი დეტალებია, სადღაც დაეთანხმები, სადღაც არ დაეთანხმები, რაღაც მოგეწონება - რაღაც არ მოგეწონება, რაღაცაში შეაქებ - რაღაცაში არ შეაქებ და ..

რაც მთავარია ჩემთვის, მე ვნახე ნაზავი სიკეთისა, უშუალობისა, პატიოსნებისა და კვალიფიციურობისა და რაც მთავარია, ინტელექტისა.

 

იმედი მაქვს, ეს არ იქნება ერთადერთი შემთხვევა და კვირიკაშვილი ხშირად გაგვაოცებს მსგავსი პოლიტიკური სიმაღლითა და კულტურით."- აღნიშნავს გამზარდია. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner