საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „Golder Associates"-ის წარმომადგენლებმა დაბა კაზრეთში RMG-ის საწარმოები მოინახულეს.
სამუშაო შეხვედრები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს კომპანიის გარემოსდაცვითი მართვის გეგმის დოკუმენტის საბოლოო შეთანხმებას ისახავს მიზნად.
მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს სხვადასხვა გარემოსდაცვითი გეგმის შემუშავება, როგორიც არის: წყლის მართვის გეგმა, მონიტორინგის გეგმა, სახიფათო ნივთიერებების მართვის გეგმა, ნარჩენების მართვის გეგმა და სხვა. შეხვედრების ფარგლებში,
დეტალური განხილვის საგანი იყო საწარმოთა წყლის მართვის ძირითად მიმართულებები.
„არემჯის" გარემოსდაცვითი სამსახურის ინფორმაციით, მოწვეული ექსპერტები დაესწრნენ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რამდენიმე პროექტის განხილვას და საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარეს ქართველ კოლეგებს.
სამთო-მოპოვებით დარგში გარემოსდაცვითი საკითხების საკონსულტაციო კომპანია „Golder Associates"-ის ექსპერტები 2017 წლის დასაწყისიდან მუშაობენ კომპანია RMG-სთან გარემოსდაცვითი მიმართულებით.