logo_geo
eng_logo
ახალგაზრდა და ჭაბუკმა სამბისტებმა მსოფლიო პირველობაზე 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვეს
- +

20 ოქტომბერი. 2017. 14:43


სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 12-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონები ჭაბუკებს შორის გაგა ვარდოსანიძე (52 კგ), გაგა ბახტიძე (60 კგ) და ლევან გუგავა (70 კგ) გახდნენ, ახალგაზრდებს შორის კი ოქროს მედალს დავით რამაზაშვილი დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.


ნოვი სადიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა და მოპოვებული წარმატება მიულოცა.


მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის. 12-16 ოქტომბერი, სერბეთი (ნოვი სადი)


ჭაბუკები

ოქრო - გოგა ვარდოსანიძე (52 კგ)

ოქრო - გაგა ბახტიძე (60 კგ)

ოქრო - ლევან გუგავა (70 კგ)

ვერცხლი - საბა გრიგალაშვილი (65 კგ)

ბრინჯაო - ამირან დარბაისელი (56 კგ)

ბრინჯაო - ლაშა მათიაშვილი (81 კგ)

ბრინჯაო - ომარ საური (87 კგ)

ბრინჯაო - ქეთინო ჩხაიძე (70 კგ)


ახალგაზრდები

ოქრო - დავით რამაზაშვილი (100 კგ)

ვერცხლი - დავით კოპაძე (68 კგ)

ბრინჯაო - ვახტანგ მეტივიშვილი (57 კგ)

ბრინჯაო - ნიკა სიდამონიძე (90 კგ) 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner