თამარ ალანია უვადო მოსამართლედ დაინიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
თამარ ალანიას უვადო მოსამართლედ განმწესებას საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ალანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ამ დრომდე მუშაობს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადო მოსამართლეობაზე განცხადებით 38-მა კანდიდატმა მიმართა. კენჭისყრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.