logo_geo
eng_logo
მიხეილ ცაგარელი: პუშკინის სკვერთან დაკავშირებით რომ ატყდნენ, რა არ მოსწონთ?!
- +

20 ოქტომბერი. 2017. 17:34


გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ასტროლოგი და პოლიტოლოგი მიხეილ ცაგარელი „ნაცმოძრაობის" გააქტიურებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ კრედო და მრწამსი პროვოკაციაა.


„ნაცებს" იმედი აქვთ, რომ მმართველ პარტიას ნერვები არ ეყოფა და ისეთ რაღაცას ჩაიდენს, რაზეც ევროპასა და ამერიკას მწვავე რეაქცია ექნება. სხვანაირად მათ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ.

 

ახლა პუშკინის სკვერთან დაკავშირებით რომ ატყდნენ, რა არ მოსწონთ, მიწის ქვემოთ უზარმაზარი პარკინგი კეთდება, მოძრაობა განიტვირთება. ხმამაღლა ვამბობ: მოსახლეობა ამათ არ უნდა აჰყვეს, უნდა გაითვალისწინონ, რომ „ნაცმოძრაობა" პარტიებად და ფრაქციებად არის გაფანტული და ყველა ესენი სინამდვილეში ერთი ჯგუფია. ვგულისხმობ ყველა „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შედეგად გაჩენილ პარტიას. როგორც კი შესაძლებლობას მოიპოვებენ, მომენტალურად გაერთიანდებიან.

 

თბილისელებს შევახსენებ, რაც დღეს აღმაშენებლის გამზირზე ხდება, „ნაციონალების" გაკეთებულია, საქართველოში მათ წარმოშვეს დემოგრაფიული კრიზისი, უბრალოდ, ბოლომდე ვერ განახორციელეს და ვერ დაგვიყვანეს 800 ათასი მოსამსახურე ადამიანად. ამ ყველაფერს თუ წინ არ აღვუდექით, შეიძლება, მთელი ჩვენი ისტორია წყალში გადაიყაროს, აღარ იქნება მეცნიერება, აკადემია, მეორეკლასელ ბავშვებს დააწყებინებენ სექსის ანბანის სწავლას. ასე თუ გაგრძელდა, 30-40 წლის შემდეგ დემოგრაფიული კატასტროფა მოხდება, ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით, პარლამენტი მუსლიმანური გახდება და პრემიერიც მუსლიმანი იქნება. ნაციონალები რომ მოვიდნენ, ეს პროცესი დაჩქარდება", - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner