logo_geo
eng_logo
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლის პოზიციაზე 38 კანდიდატიდან 34 გაამწესა
- +

20 ოქტომბერი. 2017. 17:34



იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლის პოზიციაზე 38 კანდიდატიდან 34 გაამწესა, დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა კი საბჭოს წევრების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.


უვადოდ არჩეულ მოსამართლეებს შორის არიან: თამარ ალანია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა; დიმიტრი გვრიტიშვილი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე) ; მერაბ გაბინაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა(თავმჯდომარე); ვასილ მშვენიერაძე- თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და სხვები.


რაც შეეხებათ კანდიდატებს, რომლებმაც უვადო მოსამართლედ გამწესებაზე უარი მიიღეს, მათი სია ასე გამოიყურება: ელისო ტუკვაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; აბშილავა ირაკლი - ზუგდიდის რაიონული სასამართლო; გაბრიჩიძე ეკატერინე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია; როინ კახიძე - ცაგერის რაიონული სასამართლო.


კენჭისყრის პროცესი დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა, რომელიც რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. კენჭისყრაში კი მონაწილეობა საბჭოს 15 წევრიდან 11-მა მიიღო. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner