logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: მიხეილ სააკაშვილმა არჩევანი თავად გააკეთა…
- +

20 ოქტომბერი. 2017. 17:38



„ქართული ოცნების" წევრმა ზაზა ხუციშვილმა გადაცემაში „ცენზურის გარეშე" სააკაშვილისა და მერაბიშვილის დანაშაულებებზე ისაუბრა და მათი დაპატიმრების მიზეზები განმარტა.


„მიხეილ სააკაშვილმა არჩევანი თავად გააკეთა - მან არ ითანამშრომლა საგამოძიებო უწყებებთან. „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ქართულ ლექსიკონში შემოიტანოს ახალი განმარტებები. კაცის კვლა, ადამიანების გაუპატიურება, 27 ათასი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის გადაღება, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის დაყაჩაღება და კიდევ უამრავი დანაშაული, თითქოს ეს უბრალო შეცდომებია.

 

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ის სასჯელს იხდის იმისთვის, რაც მოუწყო 7 ნოემბერს ქართველ ხალხს. ასევე 26 მაისისთვის, როდესაც ეროვნული ბანკიდან გამოსული მანქანა დააყაჩაღეს. ამასთანავე, ქართულმა მოსახლეობამ ნახა ვიდეოჩანაწერი, სადაც ორ გვამს უკვეთავს მერაბიშვილი და ამაში პრემიას ჰპირდება. მისმა პოლიციელებმა მომღერალი „უცნობი" „მიშა-მიშას" ძახილით სცემეს სიკვდილამდე, სცემეს ბიზნესმენი ლაღიძე ქუჩაში, დეპუტატი კობა დავითაშვილი და ვალერი გელაშვილი. სწორედ ამ პოლიციელების მფარველობისთვის ზის მერაბიშვილი ციხეში და არა პოლიტიკური ნიშნით", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner