logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ამან რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, მყუდროების განცდა აღარ არსებობს...
- +

15 აპრილი. 2016. 23:42


საქართველოს პრემიერ- მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ყოფილი პრემიერების მხრიდან თანამდებობიდან გადადგომაზე გადაწყვეტილებები არ ბადებდა არასტაბილურობის განცდას.


ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.


მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნა მიღებული წინა პერიოდში, არ ბადებდა არასტაბილურობის განცდას. არანაირი რყევები ამ გადასვლის პროცესს არ გამოუწვევია. ამ კუთხით მე ვფიქრობ, რომ არასტაბილურობის განცდა არ ყოფილა. იყო სხვა გამოწვევები. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  გარკვეული პერიოდის მერე დატოვებდა პოლიტიკას და თავისი სიტყვა შეასრულა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ეს იყო მისი გადაწყვეტილება და არ ვფიქრობ, რომ ამან რამე არასტაბილურობის განცდა შექმნა", - განაცხადა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილმა გუნდის ლიდერად მისი წარდგენის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დათანხმება ამ საკითხზე მარტივი არ იყო.


„დღეს ახალი გამოწვევები გვაქვს და ამ ყველაფრის გასამკლავებლად, მე მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა. ჩემი დათანხმება ამაზე მარტივი არ იყო. ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ადამიანის ცხოვრებაში. აქ სადღაც ჩემი პირადი დაცვა დგას და ამან რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მყუდროების განცდა აღარ არსებობს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.  

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner