„დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" „ქართული ოცნების" გუნდის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. მან პარალელი წინა ხელისუფლებისა და ამჟამინდელი ხელისუფლების წინასაარჩევნო პროცესებს შორის გაავლო და განმარტა, რომ წლევანდელი არჩევნები ყველა სტანდარტის დაცვით ჩაივლის.
„ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში „ქართული ოცნება", საბოლოო ჯამში, მიაღწევს წარმატებას დემოკრატიულობის გათვალისწინებით და არა იმ ძალადობით, რასაც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება აკეთებდა. ჩვენ უპრეცენდენტო სიმშვიდითა და გამჭვირვალობით უზრუნველვყავით წინასაარჩევნო პროცესი, დავამკვიდრეთ ახალი სტანდარტი, რომ პარტიებს შორის მიდის პლატფორმული და იდეოლოგიური დაპირისპირება და არა ფიზიკური და ძალადობრივი, რასაც ადრე ჰქონდა ხოლმე ადგილი. ჩვენ დავიცავით ყველა პოლიტიკური თამაშის წესი, ჩვენმა მთავრობამ უზრუნველყო გამჭვირვალე, პლურალისტური და დემოკრატიული არჩევნების პროცესი. ხვალ იქნება ამ დღის დაგვირგვინება, შესაბამისად, ვიღებთ პასუხისმგებლობას უსაფრთხოებაზე, უშიშროებასა და საარჩევნო უბნების დაცულობაზე", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.