აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ ზანათში მდ. აბაშის ხიდიდან სოფ ნოსირის საზღვრამდე გზა ასფალტო-ბეტონის საფარით მოეწყო - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონალური ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. 304 749 ლარის სამუშაოები შპს. არქეოპოლისმა შეასრულა.