logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტზე: იმედი მაქვს, საერთო აზრამდე მივალთ...
- +

15 აპრილი. 2016. 23:43


„პრეზიდენტთან კონსულტაციები გრძელდება და მე მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენ რაღაც საერთო აზრამდე მივალთ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.


როგორც პრემიერმა აღნიშნა,  წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ზუსტი თარიღი ახლო მომავალში გამოცხადდება.


8 ოქტომბერი ალბათ აღარ შეიცვლება, რადგან  ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან და ეს თარიღი განსაზღვრული იქნა შემდეგი საპარლამენტო არჩევნების თარიღად. მე ორი დღის წინ გავაკეთე განცხადება და იქაც აღვნიშნე, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა გარკვეული უზუსტობა, იურიდიულ დეტალებთან დაკავშირებით. სრული ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული. ამიტომ, განკარგულება არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით, გამოგზავნილ იქნა პრეზიდენტის მხრიდან. ამაში არაფერი არანორმალური არ არის. ჩვენ, მგონი ვხედავთ, რომ ინსტიტუციებს შორის გვაქვს ნორმალური ურთიერთობა, რომელიც შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციებს.

 

სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის მომხრეა, მაისში დაიწყოს. არ დაგიმალავთ, აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, მაგრამ არა მგონია, რომ ეს შეიძლება, რამე კონფროტაციად შეფასდეს.", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner