logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვაშენოთ თავისუფლება
- +

20 თებერვალი. 2016. 17:35



„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვაშენოთ თავისუფლება, რომელიც მოვა უპირველეს ყოვლისა, კანონის უზენაესობის განმტკიცებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.


„3-4 წლის წინ საზოგადოებას ჰქონდა განცდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ეჭვი მეპარება, რომ საზოგადოებას იგივე განცდა ჰქონდეს დღეს. ვფიქრობ, საზოგადოება გაცილებით თავისუფალია, მაგრამ საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვაშენოთ ეს თავისუფლება, რომელიც მოვა უპირველეს ყოვლისა, კანონის უზენაესობის განმტკიცებით. სასამართლო სისტემის თაობაზე როდესაც შედგება საზოგადოებაში კონსენსუსი, რომ ეს არის სისტემა, რომელსაც უნდა ვენდოთ, როცა სამართალდამცავი სისტემის მიმართ იქნება მაქსიმალური ნდობა და როცა ადამიანის ყველა თავისუფლება მაქსიმალურად იქნება დაცული, თავისუფლების განცდა უფრო მაღალი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით საკმაოდ თამამი ნაბიჯებია გადასადგმელი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner