logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ტყუილია, რომ ბიძინა ივანიშვილს რამე სჭირდება, მითუმეტეს საჩუქრად
- +

20 ოქტომბერი. 2017. 22:26


 

„ის აურზაური, რაც საკრებულოს გარშემო ატეხეს იყო დადგმული სპექტაკლი, რადგან მშვიდი საარჩევნო გარემო მათთვის მიუღებელია" - ამ განცხადებით გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საკრებულოსთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას.

 

„რეალურად ხდება ის, რომ თანაინვესტირების ფონდს საინვესტიციო ვალდებულებით აქვს გადაცემული ეს ქონება და არა საჩუქრად და ტყუილია, ის რომ ბიძინა ივანიშვილს რამე სჭირდება, მითუმეტეს საჩუქრად. ის იმ ფონდთან ერთად ახორციელებს რვა პროექტს, რომელიც მიმდინარეობს ერთ ლოკაციაზე და დასაქმებულია ოცი ათასზე მეტი ადამიანი და კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიძლება დასაქმდეს. ეს ყველაფერი საქველმოქმედო მიზნებისთვისაა და არა კომერციული მიზნებისთვის", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner