„პოლიტიკური ვითარება და საარჩევნო მოლოდინი ისეთია, რომ ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ არ თვლის ამ პროცესებში ჩართვას"- განაცხადა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.
„ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს აქტიურად ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში. თუ საჭიროდ ჩათვლის, როგორც ქვეყნის მოქალაქე და ქველმოქმედი, ის იქნება ყოველთვის აქტიური, მაგრამ ამ ვითარებაში, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოსთვის ბოლო პერიოდში უჩვეულოდ მშვიდად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის არყოფნა, რომელიმე პრეზენტაციაზე და რომელიმე ღონისძიებაზე ნიშნავდეს იმას, რომ მისთვის სულერთია, რა ხდება ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არ არის სულერთი, მაგრამ ის ამ პროცესებში ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.