logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკომ მიტინგის ორგანიზატორები სისხლისღვრის მცდელობაში დაადანაშაულა
- +

21 ოქტომბერი. 2017. 02:19



უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თვლის, რომ კიევში გამართული აქციების ორგანიზატორებს სურთ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა. პოროშენკომ ტელეკომპანია "უკრაინა 112"-ით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მომიტინგეების ლიდერებს სურთ, სისხლი დაღვარონ.


„მათი მოთხოვნები არის ფორმალური ორ ნაწილში, რადგან ემთხვევა უკრაინის ხელისუფლების ინიციატივებს - ანტიკორუფციული კანონის შექმნა და დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნა. როდესაც ამ საკითხებზე კანონ-პროექტი წარვადგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, პოლიტიკურმა ძალებმა საკითხი ჩათვალეს ამოწურულად", - განაცხადა პოროშენკომ.


პოროშენკოს თქმით, სამართალდამცავებმა იმუშავეს ნაყოფიერად, მადლობა მათ, რომ აღმოაჩინეს იარაღის საწყობი. უკრაინამ უკვე არაერთხელ გადაიტანა პოლიტიკური კრიზისი და გადავიტანთ ამჯერადაც.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner