logo_geo
eng_logo
21 ოქტომბერს, ილია მეორე მრევლს შეხვდება
- +

21 ოქტომბერი. 2017. 02:23



საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 21 ოქტომბერს, სამების ახალგაზრდულ ცენტრში მრევლს შეხვდება და პარაკლისს გადაიხდის.

 

„21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახლად დამკვიდრებული ტრადიციისამებრ სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეხვდება მრევლს, შემდეგ კი ჩატარდება პარაკლისი", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.


21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას, კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მოუწოდა ერის გამთლიანებისთვის ილოცონ, ასევე გარკვეული სასიკეთო საქმეები განახორციელონ. ამისთვის პატრიარქმა შაბათი დღე დაადგინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner