logo_geo
eng_logo
„დონაძემ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე გადაღებული კასეტა წაიღო და ეს მასალა აღარავის უნახავს!“
- +

21 ოქტომბერი. 2017. 02:28



შსს-ს პრესცენტრის ყოფილი თანამშრომელი გოჩა მუკბანიანი აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მის მიერ გადაღებულ ვიდეო-კადრებში სროლი ხმა ისმოდა, თუმცა, ამის დამადასტურებელი კადრი არ არსებობდა. როგორც დაკითხვაზე მუკბანიანმა განაცხადა, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ და ამავე საქმეზე ბრალდებულმა ზურაბ მიქაძემ დაუძახეს და მანქანაში ჩასვეს. მოწმემ ასევე დასძინა, რომ მას დონაძე მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებით დაემუქრა, შესაბამისად, ყოფილი ხელისუფლების პირობებში გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.


 „მანქანაში დაახლოებით ნახევარ საათს იჯდა, ხოლო როდესაც გადავიდა, ადგილზე იარაღი დამხვდა. გურამ დონაძემ პირველ წუთებში გადაღებული კასეტა გამომართვა და ეს მასალა მას შემდეგ არავის უნახავს", - განაცხადა მოწმემ.


მუკბანიანმა სასამართლოში მოწმედ დაიკითხა. მისი თქმით, ადგილზე არც იარაღი და არც საბრძოლო მასალა არ ყოფილა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner