„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აშშის ელჩის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სულხან წულაძის დაკავებას ეხმიანება:
„თუ ამერიკის ელჩის შეურაცხყოფისთვის ხალხს ციხეში იჭერთ, პატრიარქის მუქარა და შეურაცხყოფისთვის ბარემ წამახალისებელი პრიზები დააწესეთ.
ვაი საცოდავო საქართველო..."
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალური ქსელის მომხმარებლის, სულხან წულაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"აშშის საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება მათ შორის მთავარი პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას. საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული პირის წინააღმდეგ მუქარის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამიტომ აშშის საელჩოს დამატებითი კომენტარი გაკეთება არ შეუძლია",ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
„თბილისის ფორუმის" ერთერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს, ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გამოქვეყნებული განცხადების გამო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.