საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სულ სხვანაირი სიყვარულით მიყვარს ადგილობრივი არჩევნები - ჩვენი ემიგრაციის მიშისტური ნაწილის საკუთარ ბოღმაში ჩახრჩობის ხილვის საუკეთესო საშუალებაა და იმიტომ. ხმას ვერ აძლევენ და ვერრეალიზებული ბალღამის ფრქვევით, ანუ - თვითდამტვერვით არიან დაკავებული", - წერს ნაცვლიშვილი.