logo_geo
eng_logo
თემურ ქურხული: დღევანდელი არჩევნები მნიშვნელოვანია თბილისისთვის
- +

21 ოქტომბერი. 2017. 12:39


 

„ტვ პირველის" ეთერში, თბილისის მთავრობის ყოფილმა პრემიერმა  თემურ ქურხულმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არჩევნები ჩვენი ქალაქისთვის და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია.

 

 

„თბილისს დღეს  წლების განმავლობაში დაგროვილი ბევრი პრობლემა აქვს და     ამ პრობლემების მოგვარება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა

 

ჩვენ თუ არჩევნებს ასეთი კუთხით შევხედავთ, რომ თბილისის მცხოვრები მილიონზე მეტია, ვფიქრობ, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, თბილისის მერი ლეგიტიმურობით მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეა. ამიტომ დღევანდელი არჩევნები მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის, რადგან ძალიან ბევრ საკითხს გადაწყვეტს თბილისისთვის", - განაცხადა თემურ ქურხულმა.

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner