logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თავიდან იქნეს აცილებული ყველანაირი სამართალდარღვევა
- +

21 ოქტომბერი. 2017. 13:50



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საკუთარი არჩევანი დიდუბის მერვე ოლქის 26-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.


„პოლიცია არის აპოლიტიკური, ჩვენ ვინარჩუნებთ ნეიტრალიტეტის პრინციპს. დღეს ჩემი არჩევანის შესახებ საჯაროდ განცხადებებს არ გავაკეთებ. პატივს ვცემ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმუმი გაკეთებული იმისთვის, რომ ყველას ხმა იყოს დაცული, მაღალი ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ჩვენ ყველა უბანზე გვყავს განაწილებული პოლიციელები, იმ დისტანციაზე, რასაც კანონი უშვებს და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ყველანაირი სამართალდარღვევა. ამ წუთამდე პოლიციის ჩარევა არსად საჭირო არ გამხდარა და იმედია, ისე ჩაივლის ეს პროცესი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner