logo_geo
eng_logo
„პუტინს თვალებში რომ ჩახედავ, იგრძნობ, თუ რა წესიერი ადამიანია ის...“ - ამ სიტყვების ავტორი მიხეილ სააკაშვილია
- +

21 ოქტომბერი. 2017. 14:18



ვაგრძელებ ძველი არქივის მოწესრიგებას... და გრძელდება „გასაოცარი" მასალების „აღმოჩენა".


აი, ეს პუბლიკაცია 2004 წლის 12 აპრილით არის დათარიღებული.


ბევრს შესაძლოა ახსოვს... სრულიად ახალ თაობას კი წარმოდგენაც არ აქვს ამ ფაქტებზე, ამ მასალებზე, ამ გამონათქვამებზე...


აი, მაგალითად, შეიძლება დღევანდელმა 20-25 წლის ახალგაზრდამ დაიჯეროს, რომ:

- პუტინს თვალებში რომ ჩახედავ, იგრძნობ, თუ რა წესიერი ადამიანია ის...

- რომ ის გახლავთ ს ა ნ დ ო, ს ი ტ ყ ვ ი ს  კ ა ც ი ...


უფრო მეტიც: რომელიმე მათგანმა შეიძლება არც კი დაიჯეროს, რომ ამ სიტყვების ავტორი არის არა პრემიერი კვირიკაშვილი, არა სპიკერი კობახიძე, არა დეპუტატი მარშანია, არა „მეამბოხე" კვიციანი, არა „რუსოფილი" ბურჯანაძე, არა „სტალინისტი" ონიანი, არამედ... რუსეთის პათოლოგიური მოძულე, მსოფლიო მნიშვნელობის ლიბერალი და დაბადებიდან „რომანტიკოსი", ქართველი „ჩე გევარა", ჩვენი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.


თავად განსაჯეთ: «Я понял, что Путина всегда обманывал Шеварднадзе, поэтому он так подозрителен! Понимаете? - говорит он.(ანუ, სააკაშვილი) - Путин не мог найти общего языка с Шеварднадзе, потому что Шеварднадзе никогда ничего не выполнял по отношению ни к кому! Я (ანუ, სააკაშვილი) человек р о м а н т и ч н ы й, но, поверьте, кое-что повидал. - У него (ანუ, პუტინს) глаза ч е с т н о г о человека - именно так. Я поверил ему - и не ошибся. Он (ანუ, პუტინი) сделал все, что обещал... "


მიხვდით? ჰოდა, თუ მართლა მიხვდით, დავცხოთ ტაში, კუკური!!!!


https://iz.ru/news/289012









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner