ჟურნალისტი მაკა ანთიძე ხელისუფლებებისა და მედიის ურთიერთობაზე გადაცემა „პრიორიტეტში" საუბრობს.
ანთიძის განცხადებით მოქმედი პრემიერ- მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ურთიერთობის ფორმა მედიის წარმომადგენლებთან მისაღები და სასიამოვნოა.
მაკა ანთიძემ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ფოტოგრაფების საქმე" გაიხსენა და განაცხადა, რომ მსგავსი რამ მისთვის მიუღებელია. თუმცა, სხვა მხრივ წინა ხელისუფლებას მის საქმიანობაზე გავლენა არ მოუხდენია.
„გიორგი კვირიკაშვილს ტონი ჟურნალსტებთან მიმართებაში არის სხვა. ძალიან კარგია, რომ მედიასთან პრემიერის შეხვედრების სერია წინ გველის.
ნუ დაგვავიწყდება რომ წინა ხელისუფლების დროს იყო „ფოტოგრაფების საქმე" და ეს იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენ, ჟურნალისტები არა მარტო ჩვენს პირდაპირ მოვალეობას ვასრულებდით, არამედ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული ამ პროცესში. ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი, არასწორი და არაადეკვატური ქცევა ხელისუფლებისა ჟურნალისტების მიმართ. მით უმეტეს არანაირი ბრალი არც ერთ ფოტოგრაფს არ დაუმტკიცდა.
ის, რომ ეს იყო მოგონილი, ამაში ეჭვი არავის აღარ ეპარება."- განაცხადა ანთიძემ.