logo_geo
eng_logo
თაკო ფხაკაძე: აუცილებლად არჩევნები ან კრიზისი უნდა იყოს, რომ ხელისუფლება მედიას შეხვდეს?
- +

16 აპრილი. 2016. 01:58



„პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელი თაკო ფხაკაძე ხელისუფლებებისა და მედიის დამოკიდებულების შესახებ გადაცემა „პრიორიტეტში" საუბრობს. ფხაკაძის თქმით, მინისტრებთან და ზოგადად პოლიტიკოსებთან ჟურნალისტების მუშაობა საკმაოდ რთულია, რდგან ხშირ შემთხვევაში მათი პრეს-სამსახურის ხელმძღვანელები ჟურნალისტებს უბრალოდ აიგნორებენ.


ფხაკაძემ ასევე „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მედიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:



„ახლა ჩვენ ვართ ტელეკომპანიაში, რომელიც იმ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში დაიხურა და დაიხურა ისეთი სკანდალით და გაუგონარი მიზეზებით, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა. მარტო „იბერია" ხომ არ იყო? დაიხურა „მზე", „იმედის" ამბავი... თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ დასკვნაში არის შესული „რუსთავი 2"-ის თემაც.

 

აუცილებლად არჩევნები, ან რამე კრიზისი უნდა იყოს, რომ ხელისუფლება მედიას შეხვდეს? დღევანდელი შეხვედრა პრემიერისა ჟურნალისტებთან უდაოდ გათვლილია წინასაარჩევნოდ, ამაში ცუდი არაფერი არ არის. პრემიერმა ჩათვალა, რომ საჭიროა მედიის წარმომადგენლებს შეხვდეს. თუმცა ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული მათ კეთილ ნებაზე, რაღაცნაირად უნდა რეგულირდებოდეს. რადგან არ უნდა მინისტრს, რომ დაჯდეს და ჩვენს შეკითვებს პასუხი გასცეს, უნდა იყოს რაღაცა სახის რეგულაცია. სამ თვეში ერთხელ მაინც უნდა ხვდებოდნენ მინისტრები მედიის წარმომადგენლებს.

 

 ჩვენ პირადი ნაცნობობის რეჟიმზე ვართ, თუ კარგად იცნობ რომელიმე მინისტრს, მაშინ რაღაც ფორმატით ვგებულობთ ინფორმაციას. პრეს-სამსახურებზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი, როდესაც პრეს-სამსახურს შეუძლია საერთოდ არ აიღოს ტელეფონი და არ გიპასუხოს, ან კითხვას დაუტოვებ და სამი თვის შემდეგ გადმოგირეკავს, რა უნდა თქვა."- განაცხადა ფხაკაძემ.  




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner