logo_geo
eng_logo
გია გუგუშვილი: მოტივირებული ვარ იმ ინოვაციებისთვის, რაც ქალაქში უნდა მოხდეს
- +

21 ოქტომბერი. 2017. 15:51



„TV პირველის" ეთერში სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. რექტორმა აღნიშნა თუ რა მოლოდინი აქვს თბილისის მერის არჩევნებზე.


„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ლოგიკური  გაგრძელება იმ პროგრესისა, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში ხდება. რა თქმა უნდა, მოლოდინი მაქვს ძალიან პოზიტიური, რამეთუ ეს მოლოდინი უკავშირდება იმ პროგრამის პრეზენტაციას, რომელსაც ვესწრებოდი და მინდა გითხრათ, რომ სწორედაც მოტივირებული ვარ იმ ინოვაციებისთვის, რაც ქალაქში უნდა მოხდეს", - განაცხადა გია გუგუშვილმა.  

 

გია გუგუშვილმა აქვე დასახულ გეგმებზე და პროგრამებზე ისაუბრა.


„მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნების ეიფორია უფრო მაღალი გრადუსით არის და ხანდახან შეიძლება იყოს კიდეც ცოტა მეტი მოლოდინი, მაგრამ პირადად რაც მოვისმინე, რომ ქალაქში იქმნება კულტურული სივრცეები,  განათლების ბაღები, გაგრძელდება რეკრეაციული ზონის მშენებლობა, ასევე უამრავი რამ, მე, როგორც ხელოვანს,  იმედს მიტოვებს. ჩემთვის ვიოცნებე, რომ ყველა ახალი სკვერის, კორპუსის ან კომპლექსის მშენებლობის დროს პატარა კულტურული სივრცე შეიქმნას ქანდაკების ინსტალაციის სახით იქნება თუ ნებისმიერი რაღაც. რა თქმა უნდა, ეს ჩემი კუთხით, მაგრამ როგორც მოქალაქის კუთხით, ვამბობ, რომ პროგრესი გრძელდება.

 

ჩემთვის პროგრესი დაიწყო  თუნდაც იქიდან, რომ აზრის თავისუფლება, გამოხატვის მეტი საშუალება უზრუნველყოფილია და ყოველგვარი შიში გაქრა. ეს არის პროგრესი. ახლანდელი მერი ნიშნულს ნულიდან არ დაიწყებს, გააგრძელებს და წარმოდგენილი მაქვს, რომ ძალიან ძლიერადაც, რადგან სხვა მოტივაციით მოსული ახალი მერია", - განაცხადა გია გუგუშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner