ავტორი მარიამ ტატიშვილი
ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ გადაცემა „ტელემარკეტში" არჩევნების შესაძლო შედეგებზე ისაუბრა. ექსპერტის განმარტებით, თბილისში „ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე მოიპოვებს გამარჯვებას.
„ეჭვი არ მეპარება, რომ კალაძე დღევანდელი დღის გამარჯვებული იქნება, თუმცა, გადალახავს თუ არა 50%-ს, მაგის თქმა გამიჭირდება, რადგან ხმები ძალიანაა გაყოფილი. ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, არასწორად მოიქცა ტაქტიკური თვალსაზრისით - ვერ მოახერხა კანდიდატთა რიცხვის შემცირება და გაერთიანება. აქედან გამომდინარე, ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება გამორიცხულია. თუმცა, მეორე ტურის შემთხვევაში, გაერთიანება შესაძლოა შედგეს, მაგრამ არა ყველა კანდიდატის შემთხვევაში", - განაცხადა კახა კალაძემ.