ავტორი მარიამ ტატიშვილი
ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „ტელემარკეტში" არჩევნების პროცესში მოსალოდნელ ექსცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისში ცოტა შანსია, სერიოზულ ექსცესს ჰქონდეს ადგილი.
„ეჭვი მეპარება, რომ თბილისში ხმები დასაცავი გახდეს. არ მგონია, ტოტალურ ექსცესს ჰქონდეს ადგილი, შეიძლება იყოს მხოლოდ ცემა-ტყეპა ლოკალურ დონეზე, როგორც, სამწუხაროდ, ახასიათებს ხოლმე საქართველოში მიმდინარე არჩევნებს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.