logo_geo
eng_logo
დუბაიში სავარაუდოდ ქართველი ქალი მოკლეს
- +

16 აპრილი. 2016. 02:33



დუბაიში სავარაუდოდ ქართველი ქალი მოკლეს. შიშველი ქალის ცხედარი დუბაის სასამართლოს მახლობლად, ავტობუსის გაჩერების უკან აღმოაჩინეს. Guld News-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.


"შიშველი ქალის ცხედარი დუბაის სასამართლოსა და პროკურატურის შენობის წინ მდებარე ავტობუსების ერთ-ერთი გაჩერების უკან იპოვეს. წინასწარი გარეგანი დათვალიერებით დადგენილია, რომ ქალი გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს. თუმცა გარდაცვალების საბოლოო მიზეზს შემდგომი გამოძიება დაადგენს", - განაცხადა პროკურორმა Guld News-თან საუბრისას.


სამართალდამცველების ინფორმაციით, მოკლულის მეგობარი ქალი მძიმე მდგომარეობაში დუბაის საავადმყოფოს წინ იპოვეს. ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ასევე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner