logo_geo
eng_logo
ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის ავტონომიურ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყვიტა
- +

21 ოქტომბერი. 2017. 16:36



ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე მარიანო რახოის განცხადებით, ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კატალონიის ავტონომიურ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყვიტა.


„ესპანეთის მთავრობა იძულებულია, ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, ვინაიდან არც ერთი ქვეყნის მთავრობა არ შეეგუება იმას, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე კანონი ირღვეოდეს. აღნიშნული მუხლის ამოქმედების მიზანია კანონიერების სივრცეში დაბრუნება, კატალონიაში თანაცხოვრების აღდგენა, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა და კატალონიაში არჩევნების ჩატარება", - განაცხადა მარიანო რახოიმ.


კონსტიტუციის 155-ე მუხლის ფარგლებში ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე შეძლებს კატალონიის პარლამენტის დაშლას და ექვსი თვის განმავლობაში ახალი არჩევნების დანიშვნას.


ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედების თხოვნით ესპანეთის მთავრობა სენატს მიმართავს, რომელმაც მუხლის ამოქმედება აბსოლუტური უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner