logo_geo
eng_logo
შსს: საპოლიციო ძალები პრევენციის მიზნით საქართველოს მასშტაბით არიან განლაგებულნი
- +

21 ოქტომბერი. 2017. 16:40



არჩევნების დღეს საპოლიციო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, მთელი საქართველოს მასშტაბით არიან განლაგებულნი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

„არჩევნების დღეს საპოლიციო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა", - წერს თეა პერტაია.


 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner