logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე: მხოლოდ ეს გადაარჩენს დღეს თბილისს...
- +

21 ოქტომბერი. 2017. 17:32



ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში მხატვარი შოთა გლურჯიძე საუბრობს თბილისის განვითარების გენგეგმაზე, რომელიც წელს მიიღეს. გლურჯიძის თქმით, გეგმა ძალიან პროფესიულად გაკეთდა და თანამედროვე ურბანისტიკის დონეზეა შექმნილი.


„მინდა ვთქვა, რომ არსებული არქიტექტურულ-ურბანული პრობლემა არ არის არც ამ ხელისუფლების, არც წინა და არც იმისწინა ხელისუფლების ბრალი. პრობლემა არ გადაწყდა, ამიტომ ავგიას თავლას დაემსგავსა თბილისის ურბანული მოწყობა. წელს როგორც იქნა გაკეთდა გენგეგმა ძალიან პროფესიულად, ვიყავი იმ შეხვედრაზე, სადაც განხილვა მიდიოდა და მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე ურბანისტიკის დონეზეა ეს შექმნილი. ერთადერთი პრობლემაა, რომ ამ გეგმის განხორციელების მექანიზმებს ვერ ვხედავ. მაგალითად, იქ იყო რამდენიმე პუნქტი, რომელიც მართლა საჭიროა, თბილისში გაკეთდეს, მაგრამ მისი გაკეთება წარსულის გამო ძალიან რთულია. თუ მოახერხებს შემდგომი ხელისუფლება თბილისის ამ მექანიზმების პოვნას, ძალიან კარგი იქნება. მაგრამ მე მგონია, რომ ეს არ არის ოთხწლედის გადასაწყვეტი პრობლემა, ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან არსებობს კომუნიკაციების პრობლემა და ამას ემატება მილიონზე მეტი კვადრატული მეტრის მშენებლობის პერსპექტივა, რომლის უარყოფითაც ადამიანებს პირადი საკუთრების უფლება უნდა დავურღვიოთ, ან ექსპროპრიაცია უნდა მოხდეს. თუ ეს აშენდა, იქნება ურბანული კოშმარი, რომლის გადაწყვეტაც რთული იქნება", - აცხადებს შოთა გლურჯიძე.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner