logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალები“ ვერ პოულობენ სწორ სტრატეგიას
- +

21 ოქტომბერი. 2017. 17:38



პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემა „ტელემარკეტში" წინასაარჩევნო პრობლემებზე ისაუბრა. საყვარელიძის განმარტებით, დღეს ქართულ პოლიტიკას პარტიული კრიზისი აქვს.


„დღეს ჩვენ პარტიული კრიზისი გვაქვს. პარტიები ვერ ახერხებენ ხალხის ყურადღების მიზიდვას იმდენად, რომ მათ წონა ჰქონდეთ. ბევრი რამ იმის ხარჯზე ხდება, რომ ნაციონალები ვერ პოულობენ სწორ სტრატეგიას, ანუ ისინი აგრძელებენ ნაციონალებად ყოფნას. ელექტორატი, რომელსაც ახსოვს ნაციონალების აგრესია, დღესაც ხედავს აგრესიას ნაციონალებისგან. ამიტომ, ძალიან ბევრს ისევ ამ ალტერნატივაში უწევს არჩევანის გაკეთება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner