logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვინც ფიზიკური შეურაცხყოფისკენ მოუწოდებს ან თვითონ ჩაერთვება, დაისჯება
- +

20 თებერვალი. 2016. 17:56


 

„ვინც ფიზიკური შეურაცხყოფისკენ მოუწოდებს, ან თვითონ ჩაერთვება, აუცილებლად დაისჯება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.


„შეგნებული პროვოცირება დასჯადი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ და იმიტომაც, რომ თუნდაც ჩვენმა მომხრეებმაც თავი შეიკავონ რაიმე ტიპის, მით უმეტეს, ფიზიკურ კონფრონტაციაში ჩართვისგან, მოვუწოდე იუსტიციის მინისტრს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გაამკაცროს ზომები, რომლებიც კანონმდებლობაში გვაქვს. ასეთი პრევენციული ზომები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ყველამ იცოდეს, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფისკენ მოუწოდებს, ან თვითონაა ჩართული, რომ ეს აუცილებლად იქნება დასჯადი",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინსიტრის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი უნდა აჩვენოს 2012 წლის არჩევნების შემდეგ.

 

„ჩვენ არ უნდა ვიყოთ კონფრონტაციის მაპროვოცირებლები, არ დავუშვათ, გაუსწორდნენ ოპონენტებს, ან რაიმე სახით წავახალისოთ ასეთი ქმედებები. არ უნდა გავაკეთოთ კიდევ ბევრი რამ, რაც წინასაარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელი იქნებოდა - ეს არის მედიასივრცის შეზღუდვა, რაიმე ტიპის ჩარევა თუნდაც სასამართლო გადაწყვეტილებებში და ა.შ. ჩვენ მართლა ვართ მოწოდებულნი, რომ საქართველომ აჩვენოს მნიშვნელოვანი პროგრესი 2012 წლის აღჩევნების შემდეგ. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ მნიშვნელოვანი პროგრესი საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნებს აქვს ყველაზე მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა და ჩვენ ნამდვილად ვართ მოწოდებულნი, რომ ეს იყოს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები. 2012 წლის არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაფასა როგორც სამართლიანი არჩევნები. პერიოდი, რომელიც მას წინ უძღოდა, იყო აღსავსე უამრავი დარღვევით, მათ შორის ფიზიკური, ფინანსური თუ სხვა ზეწოლით. ამ კუთხით ჩვენ ნამდვილად ვაჩვენებთ მნიშვნელოვან პროგრესს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner