„სანამ „სკანდალს" გამოვაცხობთ, გადავხედოთ სასკოლო გრამატიკასა და კანონს", - წერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში.
„ჯერ კიდევ 2 დღის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, გუშინაც და დღესაც არაერთგზის აღნიშნა, რომ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო უბნების კანონით განსაზღვრულ პერიმეტრზე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისადვე, განლაგებულია შსს-ს დანაყოფები. ამიტომ, სასურველია, ვიპოვოთ განსხვავება თანდებულებს შორის: „თან", „ზე" და „ში" (უბანთან, უბანზე, უბანში). აქედან გამომდინარე, კანონით დაშვებულია პოლიციის ყოფნა „უბანთან" და აკრძალულია „უბანში" („უბანზე"). სანამ „სკანდალს" გამოვაცხობთ, გადავხედოთ სასკოლო გრამატიკასა და კანონს", - წერს პერტაია.