ავტორი მარიამ ტატიშვილი
პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ეგზიტპოლების შედეგები შეაფასა და ივანიშვილის როლზე ისაუბრა. მისი განმარტებით, „ქართული ოცნების" გუნდის წარმატება ივანიშვილის წარმატებაა.
„როგორც პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს წარმატება იწყება 2012 წელს ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლიდან. ამით, პრაქტიკულად, კვირიკაშვილმა ხიდი გააბა 2017 და 2012 წლებს შორის, შესაბამისად, კალაძისა და ივანიშვილის წარმატებას შორის. სანამ ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაშია და გარკვეული წარმატებები აქვთ, ყველა მათგანი ივანიშვილის წარმატებად ჩაითვლება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.