logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საქართველო ტიროდა ჩემს ოჯახთან ერთად - ამ სიყვარულს ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობ!
- +

22 ოქტომბერი. 2017. 02:39


 

„მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ამომრჩეველს. მართლაც მნიშვნელოვანი იყო გზა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ... უკეთესი იქნება დაველოდოთ ცესკოს საბოლოო შედეგს. ამის შემდეგ უფრო ვრცლად დავიწყებთ საუბარს თუ რას ვაპირებთ ოთხი წლის განმავლობაში", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.


„პირველ ტურში გამარჯვებას ნამდვილად ველოდებოდით. ამ ყველაფერს იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში პულსზე გვედო ხელი. უამრავი შეხვედრა გვქონდა. ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდებოდით და ვგრძნობდით თუ რამხელა იმედი ჰქონდათ. განწყობებს ვხვდებოდით და წინასწარ ვიცოდით, რომ ძალიან დიდი ალბათობა იყო არჩევნები ჩვენი წარმატებით დამთავრებულიყო", - განაცხადა კალაძემ.


როგორც კალაძემ განაცხადა, ის ყოველთვის გრძნობდა საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას.

 

„ამხელა მხარდაჭერა განაპირობა პარტიამაც. პირადად ჩემს თემას რაც შეეხება, ყოველთვის ვგრძნობდი ქართველი ხალხის მხარდაჭერას. სადაც არ ვიყავი სპორტში თუ ჩემი ოჯახის ტრაგედიის დროს სულ მამხნევებდნენ. მთელი საქართველო ტიროდა ჩემს ოჯახთან ერთად. ამ სიყვარულს ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობ. ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც კი გამაჩნია ეს არის ჩემი ოჯახი, შვილები და ქართველი ხალხის სიყვარული. ამ ყველაფერს წლების განმავლობაში ვაშენებდი და ყოველთვის ვამბობ, რომ რა უნდა მოხდეს, რომ ეს ყველაფერი დავანგრიო. ამ ყველაფერს საკუთარი შვილივით ვუფრთხილდები. ამ გამოწვევას ვიღებ და მზად ვარ ყველა პრობლემას გავუმკლავდე", - განაცხადა კალაძემ.







 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner