ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე გულის შეტევით ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ლიდერთან" საუბარში მისმა ქალიშვილმა, ელენე ლორთქიფანიძემ განაცხადა, დიმიტრი კლინიკიდან მალევე გამოწერეს:
„შეიძლება გადაღლილობის ბრალი იყო, მამა უცებ ცუდად გახდა და დაგვჭირდა სასწრაფოს გამოძახება. გადავრჩით ინფარქტს. ის უკვე სახლშია. უახლოეს ხანში კიდევ ჩაუტარებენ გამოკვლევას და იმედია, ყველაფერი რიგზე იქნება", - განაცხადა ელენე ლორთქიფანიძემ.