logo_geo
eng_logo
ელენე ლორთქიფანიძე: მამა კარგადაა, უკვე გამოწერეს, გადავრჩით ინფარქტს!
- +

22 ოქტომბერი. 2017. 03:56



ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე გულის შეტევით ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ლიდერთან" საუბარში მისმა ქალიშვილმა, ელენე ლორთქიფანიძემ განაცხადა, დიმიტრი კლინიკიდან მალევე გამოწერეს:

 

„შეიძლება გადაღლილობის ბრალი იყო, მამა უცებ ცუდად გახდა და დაგვჭირდა სასწრაფოს გამოძახება. გადავრჩით ინფარქტს. ის უკვე სახლშია. უახლოეს ხანში კიდევ ჩაუტარებენ გამოკვლევას და იმედია, ყველაფერი რიგზე იქნება", - განაცხადა ელენე ლორთქიფანიძემ.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner