„დავით ზურაბიშვილის თითოეული არაადეკვატური განცხადება ირაკლი ღარიბაშვილს რეიტინგს მატებს", - ამის შესახებ ექს-პრემიერის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი აცხადებს. თამაზაშვილის შეფასებით, დავით ზურაბიშვილის განცხადება არაეთიკური და არაადეკვატურია.
„ძალიან არაადეკვატური და სულელური შეფასებაა, ჩემი აზრით, ვერ ვიტყოდი, რომ ვუპასუხებ „რესპუბლიკელებს", რადგან არ მიმაჩნია, რომ ეს „რესპუბლიკელების" საერთო აზრია. ეს არის კონკრეტულად ბატონი ზურაბიშვილის აზრი, რომელიც მიმაჩნია, რომ არაადეკვატურია ხშირად შეფასებებში და არაეთიკურია ამავე დროს და ასევე მიმაჩნია, რომ მისი თითოეული არაადეკვატური განცხადება ალბათ უფრო ირაკლი ღარიბაშვილს რეიტინგს მატებს", - განაცხადა ლექსო თამაზაშვილმა.