„აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ აქციის გამართვას გეგმავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებს ამჟამად დაკავებული აქვთ თსუ-ის მე-6 კორპუსი და მის დატოვებას არ აპირებენ.
„აუდიტორია 115"-ის მოთხოვნები უცვლელია და ისინი განათლების ძირეულ რეფორმას მოითხოვენ. სტუდენტები ასევე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით გამოდიან.
აქცია დღეს, 14:00 საათზეა დაგეგმილი.