შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა, ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
სულ ჩაბარებულია: 1 სანადირო თოფი, 2 გადაჭრილი თოფი - ე.წ. „აბრეზი", 3 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 281 საბრძოლო ვაზნა, 11 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, სხვადასხვა ტიპის 9 ხელყუმბარა, 3 ჭურვი და 3 ამფეთქი ფალია.
აღნიშნული პირები თავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის „ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად.