საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს ჩვენ ვზეიმობთ კახას გამარჯვებას, ჩვენი გუნდის გამარჯვებას და, რაც მთავარია, ზეიმობს ბევრი ჩვენი მოქალაქე. სწორედ ეს გვახარებს, რომ თქვენ ამ გამარჯვების ნაწილად გრძნობთ თავს. მოქალაქეებმა, კახას და ჩვენი გუნდის მხარდაჭერით და ხმის მიცემით დიდი ინვესტიცია გააკეთეს თბილისის და საქართველოს გაძლიერებისთვის და მჯერა, რომ ხალხს ეს მოლოდინი და იმედი გაუმართლდება. გილოცავთ და მადლობა!" - წერს გაბუნია.