logo_geo
eng_logo
იაპონიაში გვიან ღამით 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- +

16 აპრილი. 2016. 10:45


„BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთ იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადამიანების სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ოპერაციაში 20 000 სამხედროა ჩართული.



იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, არის იმის საშიშროება, რომ ათობით ადამიანი ნანგრევებში იყოს მოყოლილი.



იაპონიაში მიწისძვრა ხუთშაბათსაც მოხდა. ორივე მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 19 ადამიანი, ათობით კი დაშავებულია. ორი ძლიერი სტიქიის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზებიც. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner