ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„შედეგები იყო ის, რასაც ვფიქრობდი და ვწერდი.
მიუხედავად საკმაოდ დიდი პარტიული რესურსისა, „ნაცები" დამოუკიდებელმა კანდიდატმა დაამარცხა (რაც ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს). ასევე დაიმსხვრა მითი „ნაცების" პიარტექნოლოგიების უძლეველობის შესახებ. ისინი ელისაშვილს კალაძის წინააღმდეგ იყენებდნენ, მაგრამ საბოლოოდ თავად დაერხათ.
ერთადერთი, რაც ზუსტად ვერ გავთვალე, საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის" პროცენტული რაოდენობა იყო. ეს კი პოლიტიკური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნებოდა (რაც რეალურად მინდოდა და ალბათ ამიტომ შევცდი), მაგრამ ამ შედეგმა ნათლად დაგვანახა ეროვნული ძალების დაქსაქსულობა და „ზარმაცი ამომრჩევლის" როლი.
რაც შეეხება იმ „შეცდომით გაკეთებულებს", რომლებიც მაინც მოხვდნენ საკრებულოში, მათაც მოევლებათ, რადგანაც კბილები უკვე საკმაოდ დააცვდათ და დესტრუქციას ვეღარ მოაწყობენ", - წერს გაბრიჭიძე.