logo_geo
eng_logo
კიევში სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა
- +

22 ოქტომბერი. 2017. 16:39



კიევში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

„რია ნოვოსტის" კორესპონდენტის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, პარტია „ახალი ძალების" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია „მათ მანქანას, რომელზეც ხმის გამაძლიერებელი აპარატურაა დამონტაჟებული, საბურავებს უჭრის" და მოუწოდა მიტინგის მონაწილეებს, წავიდნენ და „მანქანა დააბრუნონ". ამ მომენტამდე ყველა სიტყვით გამოსვლა სცენაზე სუსტი აპარატურით გადაიცემოდა, რის გამოც გამომსვლელთა ხმა ცუდად ისმოდა.


როდესაც აქტივისტები აპარატურით დატვირთულ მანქანასთან მივიდნენ, პოლიციამ მათ გზა გადაუკეტა. აქტივისტებმა კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.


ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. კიევში აქცია გრძელდება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner