logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი არის გამოშტერებული
- +

22 ოქტომბერი. 2017. 18:35



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„გუშინ სააგენტო „ლიდერზე" გამოვაქვეყნე ნანა გაგუას იუმორისტული პოსტი, თუ როგორ წაიყვანეს „ოცნების" წევრებმა ძალის გამოყენებით და შემოახაზვინეს 41. შემდეგ კი ლინკი დავდე ჩემს გვერდზე. ეს გახლდათ სახუმარო წერილი, რომელიც მომეწონა. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი არის გამოშტერებული. უვიცები კითხულობენ მხოლოდ სათაურებს და შემდეგ იწყებენ ლანძღვა-გინებას, მიდის აუტანელი შეურაცხყოფა.

 

ახლა, კრეტინების თავზე სახარების კითხვას ვერ დავიწყებ (არც აქვს აზრი), ვინც გუშინ თავი „გამოიჩინა", ყველა წავშალე. ვისაც ხელები, ფეხები და სასქესო ორგანოები გეფხანებათ, ძალიან გთხოვთ, საკუთარ „ფეისბუქგვერდებზე" მოიფხანეთ, აქაურობას ნუ ააყროლებთ თქვენი კომენტარებით. თავი შეიკავეთ ბინძური გამოხდომებისგან!

 

სამწუხაროდ, გამოშტერებულთა შორის უმეტესობა აღმოჩნდა ქალი. ვინმე ნოდარ ტუჩაშვილს კი, რომელიც აშკარად გახლავთ ცხოველი, იმას ცალკე მოეთხოვება პასუხი!!!

 

დიდი მადლობა ყურადღებისთვის", - წერს ზედელაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner