პროფესორი ნომადი ბართაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
„გარდაიცვალა ირინა გოცირიძე, თურქული ენისა და ლიტერატურის დიდი სპეციალისტი, ბრწყინვალე მთარგმნელი, განუმეორებელი პედაგოგი, უნივერსიტეტში თაობათა აღმზრდელი, მუდამ სხვაზე გადაგებული ადამიანი. ეს ფოტო ორი წლის წინ გადავუღე უნივერისტეტის მეხუთე კორპუსის დერეფანში. დეკანს ეძებდა, შეწუხებული სახით. -რა იყო, რამ შეგაწუხა-მეთქი. - როგორ რა იყო, ავადა ვარ, ჩემს ლექციებზე ჩემს მაგივრად სხვა შედის და ფული ჩემთვის გამოუწერიათო! - საჩივლელად მოსულიყო. -ჩემო, ირა, ეს მაინც ვიცი, მთელი ცხოვრება სხვისი ლექციები გიტარებია, რა მოხდა, ცოტა ხანს, შენი გაზრდილებიდან, ვინმე რომ შეგეშველოს-მეთქი. დეკანიც არ გამოჩნდა, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სახლში. ცნობისთვის: საშინელ 90-იან წლებში, როცა სად რა და როგორ ნიავდებოდა ქვეყანა, ბაზალეთის ტბის პირას თურქებს თურქული ქალაქი უნდა აეშენებინათ. ვინც ამ ქალაქის მშენებლობა შეაჩერა ირინე გოცირიძე იყო", - წერს ნომადი ბართაია.